Thursday, June 29, 2023

 

 

 

 

 

 

შემოქმედებითი  წერის უნარის განვითარება

( კვლევის ანგარიში)

 

 

 

 

 

სსიპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მაღლაკის  #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

ინგა დარსაველიძე

 

 

2022-2023

 

 

სარჩევი

შესავალი.................................................................................................................................................4

თავი I საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1 საკვლევი თემის აქტუალობა........................................................................................................5

1.2.შემოქმედებითი უნარები მეექვსე კლასელებში და მასთან დაკავშირებული სირთულეები.........................................................................................................................................6

1.2 სკრინინგი და დიაგნოსტირება....................................................................................................6

1.3 პრობლემის დასმა     ......................................................................................................................7

1.4 მონაცემთა ანალიზი.....................................................................................................................9

1.5 კვლევის მიზანი.............................................................................................................................9

1.6 კვლევის ამოცანა............................................................................................................................9

თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა

2.1 როგორ წავახალისოთ ბავშვის შემოქმედებითი უნარები......................................................10

2.2შემოქმედებითი აზროვნების ეტაპების განვითარება..............................................................12

2.3.შემოქმედებითი აზროვნება..........................................................................................................15

თავი III-მეთოდოლოგია 

3.1.ძირითადი საკვლევი კითხვები...................................................................................................18

3.2. კვლევის  სამიზნე ჯგუფი.............................................................................................................18

3.3. კვლევის მეთოდები.......................................................................................................................18

3.4. კვლევის ვადები.............................................................................................................................19

თავი IV- კვლევის შედეგები

4.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი...............................................................................................21

4.2. ფოკუსჯგუფის კითხვების ანალიზი ქართული ენისა და ლიტერატურისა და დაწყებითების მასწავლებლებთან......................................................................................................23

თავი V- ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები


 

 

5.1 ინტერვენცია მეექვსე კლასში.......................................................................................................25

5.2  ინტერვენციის შეფასების მეთოდები.........................................................................................37

5.3 ინტერვენციის  შედეგები...............................................................................................................38

5.4 დიაგნოსტიკური ტესტების  შედარებითი ანალიზი...............................................................40

თავიVI - მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები

·         6.1 მიგნებები..........................................................................................................................................41

·         6.2 რეკომენდაციები....................................................................................................................,........42

·         6.3 თვითკრიტიკა..........................................................................................................................,.......42

დასკვნა ..................................................................................................................................................43

მასწავლებლის რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ......................................45

 გამოყენებული  ლიტერატურა.........................................................................................................47

დანართები............................................................................................................................................48

 

 

 

 

 

 

 

 

    

 

       შესავალი

     წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს  ჩემ მიერ განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.  კვლევა ჩავატარე   2022-2023 სასწავლო წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ.მაღლაკის #1 საჯარო სკოლაში,  სადაც ვასწავლი  ქართულ ენასა და ლიტერატურას. დაკვირვების მიზნით შევარჩიე მეექვსე კლასი. მოსწავლები ინფორმირებული იყვნენ, რომ ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას საინტერესო კვლევაში და გახდებოდნენ  გარკვეული ექსპერიმენტის მონაწილეები. ნებართვა ავიღე, როგორც ბავშვების, ასევე, მათი მშობლებისაგან. კვლევის სურვილი განვუცხადე დირექციასაც და  მათგან სრული მხარდაჭერა მივიღე.

   გადავწყვიტე საკვლევ თემად ამეღო შემოქმედებითი უნარის განვითარება  დაწყებით საფეხურზე. შემოქმედებითი აზროვნების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, დღეს, განათლების სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი თანხმდება. შემოქმედებითობა არა მხოლოდ თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები მრავალფეროვნად აღიქვას, არამედ ახალი იდეებისკენ სწრაფვის, აღმოჩენების გაკეთების, უწყვეტი გამოცდილებების შეძენის საწინდარია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სამყაროს განვითარების გარანტიაა.

   განათლების ექსპერტი,  კენ რობინსონის აზრით, საჭიროა, რომ შემოქმედებითობას იგივე მნიშვნელობა მივანიჭოთ, რაც წიგნიერებას. სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენა და განვითარება უნდა ხდებოდეს. შემოქმედებითობა არ არის საგანზე მიბმული. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა საგნის ფარგლებში მისი განვითარება.  რეალურ სამყაროში, შემოქმედებითი უნარები სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენენ. ჭეშმარიტად შემოქმედებითი უნარები,  აუცილებელია ყველასათვის, ვისაც სჭირდება ახალი იდეები, მოღვაწეობის ახალი საშუალებები, ანდა პრობლემების  გადაჭრა. შემოქმედება უმთავრესი აზროვნებითი ინსტრუმენტია და არა სასწავლო საგანი. შემოქმედებით აზროვნებას სჭირდება ვარჯიში. ამიტომაც, გადავწყვიტე შემოქმედებითი უნარის განვითარება მოსწავლეებში.

 ნაშრომი შედგება 6 თავისაგან. თავი I - საკვლევი საკითხის მიმოხილვა, თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა, თავი III-მეთოდოლოგია , თავი IV- კვლევის შედეგები, თავი V- ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები, თავიVI - მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები.

   თავი I - საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1.  საკვლევი თემის აქტუალობა

    შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა; შემოქმედებითი აზროვნება ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლით (ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

   რატომ ხდება, რომ ზოგ ადამიანს უჩნდება შემოქმედებითი იდეები და ზოგს - არა? ამის მიზეზი შეიძლება იყოს პიროვნების კულტურული მემკვიდრეობაც. ზოგჯერ კულტურული ბლოკები - სტერეოტიპები, საზოგადოებაში გავრცელებული წესები და ქცევის ნორმები - ხელს უშლიან შემოქმედებითი აზროვნების იდეების განვითარებას.

  ჩვენს საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შემოქმედებითი უნარი (კრეატულობა) მხოლოდ გამორჩეულ ადამიანთა ხვედრია და ამდენად, შემოქმედებით აზროვნებას უკავშირებენ ხოლმე ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს. მაგრამ ფსიქოლოგიური ცოდნა და გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ შემოქმედებითი უნარი (კრეატულობა) მეტ-ნაკლები დოზით ყველა ადამიანს ახასიათებს. იგი პრობლემის გადაჭრისას არასტანდარტული პასუხების მიგნების შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია აზროვნების ამ უნარის განვითარება.შემოქმედებითი აზროვნების მთავარ შედეგს ახალი ხატების, მნიშვნელობების და ამოცანის ამოხსნის წესების შექმნა წარმოადგენს. იგი გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი თავისი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. შემოქმედებითი აზროვნება ეს არის არაშაბლონური აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია, თითქოსდა ჩვეულებრივსა და გასაგებ მოვლენებში რაღაც უჩვეულო დაინახოს. სწორედ აზროვნების ამ ფორმით აიხსნება ალბერტ აინშტაინის, არქიმედეს, დიმიტრი მენდელევის, გალილეო გალილეისა და სხვათა გენიალური აღმოჩენების არსებობა


1.2. შემოქმედებითი  უნარები მეექვსე კლასელებში   და მასთან დაკავშირებული სირთულეები

    თავდაპირველად შევისწავლე  მოსწავლეთა დამოკიდებულება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე  შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განმავითარებელი აქტივობების  გამოყენების მიმართ. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაბალი იყო  მოსწავლეების წარმოსახვის უნარი,  უჭირდათ დამოუკიდებლად აზროვნება და საკუთარი ემოციების (განცდების) გამოხატვა.  კვლევის მიმდინარეობისას   დასაკვირვებელ ჯგუფში  აქტიურად ვიყენებდი  შემოქმედებითი უნარის განმავითარებელ წერებს ,  რომლის  მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში  შემოქმედებითი   უნარის  გაუმჯობესება.

1.3. სკრინინგი და დიაგნოსტირება

  მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ჩავუტარე შემოქმედებითი   უნარის განვითარების დონის განმსაზღვრელი სკრინინგი  კვლევის წინა ტესტის მეშვეობით, რომელიც,  ასევე,  ჩავატარეთ კვლევის  ბოლოს.  მიზანი იყო მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეების ადრეული გამოვლენა მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების სიღრმისეული კვლევის გარეშე.

   მეექვსე  კლასში  მოსწავლეებს დავაწერინე თავისუფალი თემა, რომელიც მოითხოვდა:

Ø  დამოუკიდებელ აზროვნებას;

Ø  საკუთარი განცდების (ემოციის) გამოხატვას;

Ø  წარმოსახვის უნარის გამოყენებას.

კვლევის მსვლელობისას შეფასების საიმედოობის მიზნით:

·         მოსწავლეებს ავუხსენი  ინსტრუქციები და განუსაზღვრე  მათ შესასრულებლად განკუთვნილი დრო.

·         შეფასების რუბრიკა ორივე ეტაპზე (პირველ და მეორე დიაგნოსტიკურ ტესტირებაზე)  ერთი და იგივე იყო. (დანართი #1)

·         შეფასების რუბრიკებით შევაფასე თითოეული მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების, საკუთარი განცდების (ემოციის) გამოხატვისა და წარმოსახვის უნარის გამოყენების დონე.

·         დაადგინე მოსწავლეთა მზაობა  ახალი ცოდნის შესაძენად  და კომუნიაციის  უნარების გასაუმჯობესებლად.  

1.4. პრობლემის დასმა:

მეექვსე  კლასის თითოეული მოსწავლის შეფასების რუბრიკის   ანალიზის შემდეგ,  ცხადი იყო, რომ  მათ უჭირდათ  დამოუკიდებლად აზროვნება, საკუთარი განცდების (ემოციის) გამოხატვა და არ იყო გააქტიურებული მათი წარმოსახვის უნარი.

 

 


  1.5 მონაცემთა ანალიზი

   პრობლემის შესწავლის მიზნით გამოვიყენე მონაცემების ანალიზი, კერძოდ: შევისწავლე და გავაანალიზე თითოეული მოსწავლის  შემოქმედებითი უნარის განსავითარებელი აქტივობების შეფასების რუბრიკები. 18  მოსწავლიდან  დამოუკიდებელი აზროვნების უნარით გამოირჩეოდა მხოლოდ 7 მოსწავლე. საკუთარი ემოციის (განცდების) გამოხატვა მოახერხა  18 მოსწავლიდან   9-მ და წარმოსახვის უნარის  გამოყენებით გამოირჩეოდა  18 მოსწავლიდან მხოლოდ   7.   (შეფასების რუბრიკები-დანართი #1). შეფასების რუბრიკების ანალიზმა  აჩვენა მოსწავლეთა  შემოქმედებითი  უნარის დაბალი დონე.

1.6.  კვლევის მიზანი

მეექვსე კლასელთათვის შემოქმედებითი უნარის განსავითარებელი ეფექტური და საინტერესოს გზების  მოძებნა.  ჩემი  მიზანი იყო შემოქმედებითი წერების საშუალებით გამეუმჯობესებინა მეექვსეე  კლასელთა  წარმოსახვის, დამოუკიდებელი აზროვნებისა  და  საკუთარი ემოციის გადმოცემის უნარი. 

1. 7.  კვლევის ამოცანა

კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

1.      რა ღირებულება აქვს შემოქმედებითი უნარის გაუმჯობესებაზე  მუშაობას  სწავლა–სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის?

2.      როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს შემოქმედებითი  უნარი  მეექვსე კლასელებში?

3.      როგორ დაეხმარება მოსწავლეებს   შემოქმედებითი წერის მეთოდების გამოყენება  კრეატიული უნარის  განვითარებაში?

4.      როგორ ვუზრუნველყოფ ყველა მოსწავლის ჩართულობას  შემოქმედებით წერებში?  

5.      რა სახის შეფასების რუბრიკებს გამოვიყენებ შემოქმედებითი უნარის გაუმჯობესების მონიტორინგისას?

 

თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა

 II.1. როგორ წავახალისოთ ბავშვის შემოქმედებითი უნარის განვითარება

მდიდარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის მქონე ბავშვებისთვის სამყარო განსაკუთრებით საინტერესოა და სავსეა თავგადასავლებითა და უსასრულო შესაძლებლობებით.

შემოქმედებითი უნარი ანუ როგორც ამას დღეს უფრო ხშირად უწოდებენ კრეატიულობა გულისხმობს ნებისმიერ საქმიანობაში ახალი გზების ძიებას და პრობლემების საინტერესოდ გადაჭრის უნარს. ხშირად შემოქმედებითობას/კრეატიულობას უკავშირებენ მხოლოდ ხელოვნებას, მაგრამ ექსპერტ კენ რობინსონის აზრით მისი ასე განცალკევება არ არის სწორი, რადგანაც შემოქმედებითი მიდგომა ყველა სფეროშია საჭირო, იქნება ეს მუსიკა, ცეკვა თუ მეცნიერება. კენ რობინსონის აზრით მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შემოქმედებითი უნარი მხოლოდ გამონაკლისებს აქვთ მცდარია. ის ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანს აქვს ეს უნარი დაბადებიდან, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება მისი  ნელ-ნელა ჩახშობა და ადამიანების დიდ ნაწილს არ ეძლევა მისი განვითარების საშუალება.

კრეატიულობა ანუ შემოქმედებითი მიდგომა ბევრად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ რაიმეს შექმნა  ან დახატვა. კრეატიულობა გულისხმობს იდეების გენერირებას, სხვადასხვა მოვლენების, ნივთებისა თუ არსებების ახლებურად დანახვასა და შეცნობას, გადაწყვეტილებების მიღებას, სადაც პროცესიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საბოლოო შედეგი.

სპეციალისტების აზრით, კრეატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღი გონებრივი განვითარებისათვის და შესაბამისად უნდა ხდებოდეს ამ უნარის განვითარების მუდმივი წახალისება. შემოქმედებითი პროცესის დროს, როდესაც ბავშვები ფიქრობენ ახალ იდეებზე, ერთვებიან ახალ სიტუაციებში, აქვთ სხვადასხვა სიტუაციებისა და ნივთების გამოცდის და შესწავლის საშუალება, იღებენ გადაწყვეტილებებს და აგვარებენ პრობლემებს ხდება გონებრივი განვითარების სტიმულირება.

კრეატიულობა ასევე ეხმარება ბავშვებს საკუთარი აზრებისა და ემოციების გამოხატვაში და ხელს უწყობს მათ ემოციურ კეთილდღეობას. კრეატიული აქტივობები განსაკუთრებით დადებით ეფექტს იძლევა ბავშვებში სტრესული სიტუაციების დროს. მარტივი ნახატის საშუალებით ბავშვები ხშირად ბევრად უფრო კარგად გადმოსცემენ იმ ემოციას, რომელსაც ისინი განიცდიან სტრესის დროს, ვიდრე ამას სიტყვების საშუალებით შეძლებდნენ.

რატომ არის კრეატიული თამაში მნიშვნელოვანი?

§  იგი ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას;

§  ამაღლებს თვითშეფასებას, თავდაჯერებულობას და სრულფასოვნების შეგრძნებას;

§  აძლევს საშუალებას უკეთესად გაუმკლავდეს სირთულეებსა და ჩახლართულ სიტუაციებს;

§  ხელს უწყობს მოაზროვნისა და ნოვატორის ჩამოყალიბებას

როგორ წავახალისოთ კრეატიულობა ბავშვებში?

მცირეწლოვან ასაკში ბავშვები ნაკლებად განიცდიან ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის ნაკლებობას, მაგრამ დროსთან ერთად ეს უნარი კლებულობს, რადგანაც გარშემო მყოფი ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად ახშობენ ამ უნარის განვითარებას ბავშვებში.

ბავშვები იბადებიან სამყაროს შეცნობის დიდი სურვილით და მათი შემოქმედებითი უნარი ვითარდება მათი ცნობისმოყვარეობის შედეგად. ამ უნარის განვითარება დამოკიდებულია გარემოზე და ურთიერთობებზე, რომლის ფონზეც იზრდებიან ბავშვები.გარკვეული მიდგომების გამოყენება მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან კი ხელს უწყობს ამ უნარების განვითარებას.

თუ გინდათ ბავშვს დაეხმაროთ ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებაში მაშინ:

§  წაახალისეთ ახალი, განსხვავებული და უცნაური იდეები – მიეცით ბავშვებს საშუალება მაქსიმალურად თავისუფლად გამოხატონ საკუთარი იდეები და ნუ ეტყვით, რომ მათი აზრი სისულელეა და სასაცილო. პატარები არ იბადებიან უკვე ჩამოყალიბებული წარმოდგენებით სამყაროზე და შესაბამისად უფრო გახსნილები არიან ახალი შესაძლებლობების მიმართ. მაგალითად მათ შეიძლება ბევრად უფრო მეტი გამოყენება მოუძებნონ ნივთებს, რომლებსაც დიდები ერთი კონკრეტული მიზნით იყენებენ. ზოგჯერ ეს იდეები დიდებს სასაცილოც შეიძლება მოეჩვენოთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათი აზრები ჩარჩოში არ არის მოქცეული და გახსნილია ახალი იდეებისთვის.

§  ნუ გააკეთებთ ზედმეტ აქცენტს შედეგზე პატარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რაიმეს შექმნის პროცესი ვიდრე შედეგი, რადგანაც შექმნის პროცესის დროს ხდება ექსპერიმენტების ჩატარება, პრობლემების გადაჭრა, სხვადასხვა იდეების გენერირება, რაც ხელს უწყობს გონებრივ განვითარებას. ნუ ეცდებით ბავშვის შეზღუდვას ამ პროცესში და ნუ მისცემთ მუდმივ მითითებს და შენიშვნებს. მიეცით სრული თავისუფლება გამოხატოს საკუთარი თავი. მაგალითად ხატვის დროს ნუ ეტყვით, რომ რაღაც არასწორად დახატა. შესაძლებელია, რომ იგი უბრალოდ თავისებურად ხედავს რაიმე არსებას. თქვენი შენიშვნები კი მას ბოჭავს, უკარგავს საკუთარი თავისადმი რწმენას და აქცევს ჩარჩოებში და ეს ეხება არ მხოლოდ ხატვას.

§  მიეცით საშუალება გამოსცადოს სხვადასხვა ტიპის მასალა და გარემო  – წაიყვანეთ ბავშვი ხშირად სხვადასხვა საინტერესო ადგილას, ეს შეიძლება იყოს თუნდაც ეზო, პარკი ტყე და .. და ერთად გაეცანით და შეისწავლეთ ბუნება. სეირნობისას წააქეზეთ თვითონ მოიფიქროს ამბები სხვადასხვა ნივთებსა თუ არსებებზე ან თუნდაც საკუთარ თავზე. ექსპერტების აზრით ბავშვის ბევრს ვერაფერს ისწავლის და ვერც განვითარდება თუ მას აიძულებენ იჯდეს წყნარად. ამიტომ ნუ ეცდებით შეზღუდოთ თამაშის პროცესი ზედმეტი შენიშვნებით. უსაფრთოხების ზომების დაცვით მიეცით მას საშუალება გამოსცადოს ყველაფერი და ზედმეტად ნუ იდარდებთ თუ ტალახში ისვრება. ეს ხომ დიდი ტრაგედია არ არის, რადგანაც თამაშის დასრულების შემდეგ დაბანთ და ეს პრობლემაც მოგვარდება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად ბევრი ან ზედმეტად ცოტა არჩევანიც უარყოფითად მოქმედებს და აქვეითებს მოტივაციას. ასე რომ ნუ დაუყრით ხოლმე ზედმეტად ბევრ სათამაშოს თქვენს პატარას.

§  მიეცით საშუალება თვითონ მართოს სიტუაცია – ნუ ეცდებით აკონტროლოთ თამაშის პროცესი და მიეცით საშუალება თვითონ იყოს ლიდერი და მართოს სიტუაცია. თუ ჩაერთვებით თამაშში მისი თხოვნით ეცადეთ მიჰყვეთ მის სურვილებსა და მითითებს. ბავშვები, რომლებსაც მუდმივად უყენებენ მოთხოვნას მისდიოს უფროსის მითითებას ვერ ავითარებენ იმ უნარებს, რაც კრეატიულობისთვისაა საჭირო, რადგაგნაც კრეატიულობა მოითხოვს რამის ახლებურად გაკეთებას და არა როგორც ამას სხვები აკეთებენ. შემოქმედებითი უნარის მქონე ბაშვები არ არიან დამოკიდებული სხვის იდეებზე მათ აქვთ საკუთარი იდეები და საკუთარი თავის რწმენა.

§  მიეცით საშუალება დაუშვან შეცდომები – უდიდესმა

§  მოაზროვნეებმა სწორედ რისკისა და შეცდომების მიმართ შიშის ნაკლებობის შედეგად შეძლეს წარმატების მიღწევა.  სწორედ თავდაპირველმა შეცდომებმა მისცა მათ დაფიქრების საშუალება და მიიყვანა დიდ აღმოჩენებამდე. ასე რომ სწავლის და რაიმეს შექმნის პროცესში ნუ გაკიცხავთ ბავშვებს შეცდომების გამო. უბრალოდ ამ დროს დაეხმარათ მათ პრობლემის მოგვარების ახალი გზების პოვნაში. წააქეზეთ ისინი შეხედონ საკითხს ახლებურად. მიეცით ფიქრის დრო და ნუ მოსთხოვთ პასუხს მაშინვე. ერთად გააანალიზეთ შეცდომები. რადგანაც შეცდომებში და ცუდ იდეებშიც არის სწორი და კარგი იდეების მარცვალი. როგორც აღმოჩნდა იაპონიაში, მასწავლებლები ზოგჯერ მთელ გაკვეთილსაც კი უთმობენ მათემატიკურ აზროვნებაში შეცდომების ანალიზს. რადგანაც შეცდომების ანალიზი იძლევა სწავლისა და ზრდის საშუალებას.

ასე, რომ თუ გინდათ თქვენი შვილი გამოვიდეს მომავალი გამომგონებელი და დიდი მოაზროვნე მიეცით მას მეტი თავისუფლება, აიტანეთ არეულობა სახლში, უფრო მეტად მოუსმინეთ და დააფასეთ მისი აზრები, შეაქეთ მცდელობისთვის და არა მხოლოდ მიღებული შედეგისთვის, მიეცით საშუალება დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემები და შეისწავლოს მის ირგვლივ არსებული სამყარო.

(თამარ გაბისონია)

 

II.2. შემოქმედებითი აზროვნების ეტაპები

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა პროდუქტიული აზროვნება, კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება და ისინი ფაქტობირვად სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება, რამდენადაც აერთიანებენ ისეთ ფენომენებს, რომელთა შედეგსაც ახალი მიმართებების დამყარება, სუბიექტური გამოცდილებისა და ცოდნის საზოგადო დონისთვის ახალი იდეის შექმნა, ახალი ცოდნის შეძენა წარმოადგენს. თუმცა საინტერესოა სწორედ ის თუ რა კონკრეტულ მნიშვნელობას დებენ ფსიქოლოგები შემოქმედებითი აზროვნებისცნებაში. ამ ტერმინით ხაზი ესმება შემოქმედებითი პროცესის შედეგად მიღებულ ისეთ პროდუქტს, რომელიც სრულიად ახალია როგორც პიროვნების ინდივიდუალური გამოცდილებისთვის, ისე საზოგადო ცოდნის დონისთვის.

შემოქმედებითი აზროვნების საკითხების შესწავლა ყოველთვის წარმოადგენდა ფსიქოლოგთა ფართო ინტერესის საგანს. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰეთ თრიკმა ამ საკითხისადმი მიძღვნილ კვლევათა უზარმაზარი რაოდენობა ოთხ კატეგორიად დაყო იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ფსიქოლოგთა ინტერესის ობიექტს:
1)
შემოქმედებითობის, როგორც პროდუქტის კვლევა - შემოქმედებითი აზროვნება ამ მიმართულების ავტორების მიერ შეისწავლება მისი პროდუქტის, შედეგის მიხედვით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია კალვინ ტეილორის კრეატიული აზროვნების მოდელი, რომლის თანახმად შემოქმედების პროდუქტი ფასდება მისი რაოდენობით, თვისობრიობით და მნიშვნელობით.

2) შემოქმედებითობის, როგორც პროცესის კვლევა - სხვადასხვა ფსიქოლოგები გამოყოფენ შემოქმედებით აზროვნების სხვადასხვა სტადიებს, დონეებსა და ტიპებს. შემოქმედებითი აზროვნების პროცესის პირველი მოდელის მიხედვით აზროვნების პროცესი 4 სტადიას მოიცავს: 
1.
მომზადება ეტაპი - განსაკუთრებული გონებრივი აქტივობის მდგომარეობა, რომელიც ახალი იდეის წარმოქმნის წინაპირობას წარმოადგენს
2.
ინკუბაცია - იდეის მომწიფების ეტაპი პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი, წარმმართავი იდეის ინკუბაცია; 
3. -
ინსსაიტი - განათება, პრობლემის უეცარი წვდომა. შთაგონების ეტაპი ინკუბაციის შედეგად პიროვნების ცნობიერებაში ჩნდება აღმოჩენის იდეა.
4.
შემოწმება- იდეის განვითარება, მისი საბოლოო გაფორმება და შემოწმება.

3.
შემოქმედებითობის, როგორც უნარის კვლევა - ეს არის ადამიანის უნარი დაძლიოს არზოვნების სტერეოტიპული საშუალებანი. სწორედ შემოქმეთებიდათ არზოვნების უნარის ქონა ქმნის ადამიანებს შორის განსხვავებას.

4. შემოქმედებითობის, როგორც მთლიანი პიროვნების ნიშნის შესწავლა - ამ მიმართულების მკვლევრები შემოქმედებით აზროვნებას განიხილავენ პიროვნების თვისებად და უკავშირდებენ მას მოტივაციას, განწყობებს, პიროვნულ თვისებებს.

http://www.ascd.org/publications/educational-leadership/sept09/vol67/num01/Why-Creativity-Now%C2%A2-A-Conversation-with-Sir-Ken-Robinson.aspx

II.3. შემოქმედებითი აზროვნება

 

 

  

       გილფორდის მიხედვით გამოიყოფა შემოქმედებითი მიდგომის (კრეატულობის) 4 ძირითადი

       ფაქტორი:

       1. ორიგინალობა - დაშორებული ასოციაციების, არაჩვეულებრივი პასუხების შექმნის უნარი.

      2. სემანტიკური მოქნილობა - ობიექტის ფუნქციის გამოყოფა და მისი ახლებური გამოყენება.

      3. ხატოვანი ადაპტაციური მოქნილობა - უნარი, შეცვალო მოცემულობა ისე, რომ მასში გამოყო ახალი     

      შესაძლებლობები.

    4. სემანტიკური სპონტანური მოქნილობა - შედარებით განუსაზღვრელ სიტუაციაში     მრავალფეროვანი იდების წარმოქმნის უნარი. შემოქმედებითი აზროვნების გასააქტიურებლად ამოცანები (აქტივობები) უნდა შეიქმნას შემდეგი პრინციპების მიხედვით, თუმცა არ არის სავალდებულო ყველა პრინციპი ერთდროულად აისახოს ერთ ამოცანაში. ეს პრინციპებია: ამოცანა მოსწავლეს აძლევს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის (გზის) განხილვის საშუალებას. ამოცანა მოსწავლეს აძლევს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნის საშუალებას. შესაძლებელია პასუხში გარკვეული სუბიექტურობის (ინდივიდუალური) ელემენტის დაშვება. ამოცანა ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრის ახალი (ორგინალური) გზის ძიებაზე. ამოცანა ორიენტირებულია ნაპოვნი გადაწყვეტილების გაუმჯობესების (დახვეწის) შესაძლებლობაზე (თუნდაც მცირე ცვლილებების შეტანით). ამოცანის პასუხი წინასწარ არ არის განსაზღვრული და არ არის მხოლოდ ერთი სწორი პასუხი.

 

 

კრიტიკული და შემოქმედებითი სტრატეგიების შედარება

 

პრობლემური სიტუაციების გადაჭრის ორივე სტრატეგია, კრიტიკული და შემოქმედებითი, შესაძლოა განვასხვავოთ შემდეგნაირად:

კრიტიკული 
აზროვნება

შემოქმედებითი 
აზროვნება

ანალიტიკური

პროდუქტიული

კონვერგენტული

(მოითხოვს შესაბამისი ან 
საუკეთესო პასუხის მოძებნას
მოითხოვს ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას, შედარება
შეპირისპირებას, კანონზომიერების
დანახვას ობიექტურ 
კრიტერიუმებზე 
დაყრდნობით, პარალელების 
გავლებას, კავშირების მოძებნას)

მაგალითები:

რისთვის გამოიყენებოდა 
ეს საგანი?
რატომ დაიწერა ეს წერილი?
გვაძლევენ წყაროები ასეთი 
ვარაუდის გაკეთების 
საშუალებას?

დივერგენტული

(დასაშვებია ერთზე მეტი 
პასუხის არსებობა
მოითხოვს წარმოსახვით
აზროვნებას, ვარაუდის 
ფორმულირებას)

მაგალითები:

მოცემულ წყაროზე
დაყრდნობით წარმოადგინე 
ამ მოვლენის ინტერპრეტაცია?

როგორ შეიძლება ეს რაიონი
ეკოლოგიურად უფრო 
სუფთა გავხადოთ?

სწორხაზოვანი
პირდაპირი

გადატანითი
ასოციაციური

მსჯელობა

მსჯელობის ეჭვქვეშ 
დაყენება

ფოკუსირებული

დიფუზიური

ობიექტური

სუბიექტური

ვერბალური

ვიზუალური

 პრობლემის გადაჭრის დროს მნიშვნელოვანია ორივე ტიპის აზროვნება. პირველად უნდა მოხდეს     პრობლემის გაანალიზება; შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები; ბოლოს უნდა ამოვარჩიოთ და განვახორციელოთ პრობლემის გადაჭრის საუკეთეს   გზა და შევაფასოთ მისი ეფექტურობა. ეს პროცესი ავლენს ამ ორი სტრატეგიის მონაცვლეობას. პრაქტიკაში კი ორივე ტიპის აზროვნება ძირითადად ერთობლივად მოქმედებს და ხშირად რთულია მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა. (Presseisen, 1988).

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe

თავი III-მეთოდოლოგია

III.1.ძირითადი  საკვლევი  კითხვები

 

ü  პრობლემის გამომწვევი რა მიზეზები არსებობს?

ü  რომელი მოსწავლეებს უჭირთ კრეატიული აზროვნება  და რა არის ამის მიზეზი?

ü  რა მეთოდებისა და რესურსების გამოყენებაა საჭირო სწავლების მომდევნო ეტაპზე ?

ü  როგორ მოვახდენ პროგრესის მონიტორინგს?

ü  რამდენად     ახერხებენ   მოსწავლეები დახმარების   გარეშე   შემოქმედებით წერებზე  მუშაობას?

ü  რა მითითებებს საჭიროებენ მოსწავლეები  შემოქმედებითი უნარის განმავითარებელი წერების  დროს და როგორ შეიძლება დაეხმაროს მათ პედაგოგი პროექტის მიმდინარეობისას.

III.2.კვლევის  სამიზნე ჯგუფი

მე-6  კლასის მოსწავლეები.

 

III.3. კვლევის მეთოდები:

 კვლევის დროს გამოვიყენე: კითხვარი, ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფები, ლიტერატურული წყაროების,  საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი.

      კითხვარები - მოსწავლეებთან. მოსწავლეებს კითხვარები შევავსებინე ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მეორე დიაგნოსტიკურ  წერამდე  (დანართი 5).

      ინტერვიუინტერვიუ ჩავატარე მეექვსე კლასელების  მშობლებთან. მისი მიზანი იყო, მიმეცა მათთის აზრის გამოხატვის საშუალება  პრობლემასთან დაკავშირებით, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და დასკვნების გამოტანაში  (დანართი 4).

ასევე, ინტერვიუს მეთოდს მივმართე მოსწავლეთა გამოსაკითხად პირველი დიაგნოსტიკური წერის შემდეგ ინტერვენციებამდე  (დანართი 3).

      ფოკუსჯგუფი    ქართული  ენისა და დაწყებითების მასწავლებლებთან.  აღნიშნულ მეთოდს მივმართე,  რათა პასუხი მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე ( დანართი 2).

მიმაჩნია, რომ კითხვარები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის  კოლეგათა   დამოკიდებულებაზე საკვლევი პრობლემის მიმართ.

 

 III.4. კვლევის ვადები

აქტივობა

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

საკვლევი პრობლემის შერჩევა

X

 

 

 

 

 

 

 

 

კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურის დამუშავება

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკრინინგი

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიაგნოსტიკური ტესტირება 1

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების ანალიზი

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვლევის მეთოდების შერჩევა

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვარის შედგენა, დამუშავება პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების დადგენის მიზნით

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

მშობლების გამოკითხვა

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

კოლეგებთან შეხვედრა და კითხვარის შევსება

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

გამოკითხვის შედეგების ანალიზი

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვენციის დაგეგმვა

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვენციის განხორციელება

 

X

X

X

X

X

X

 

 

 

დიაგნოსტიკური ტესტირება 2

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიაგნოსტიკური ტესტირებების შედარებითი ანალიზი

 

 

 

 

 

 

X

 

 

პრეზენტაცია სკოლასთან, შედეგების გაცნობა

 

 

 

 

 

 

X

 

 

 

 

 

თავი IV- კვლევის შედეგები

IV.1.გამოკითხვის შედეგების ანალიზი

ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე - წინასწარ შემუშავებულ რუბრიკაზე დაყრდნობით გაკვეთილებზე ვაკვირდებოდი  მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის გაუმჯობესებას.

ინტერვიუ მოსწავლეებთან - დაკვირვების საფუძველზე  გამართული ინტერვიუს შედეგად  გავარკვიე, თუ როგორ აზროვნებს თითოეული მოსწავლე აღნიშნული პრობლემის ირგვლივ. ჩავინიშნე მათი პრობლემები მათთან შემდგომი მუშაობისთვის. (დანართი #3)

*      მოსწავლეებს მოსწონთ, თუმცა ეძნელებათ თავისუფალი თემების, ჩანახატების და ილუსტარაციების მიხედვით ამბის შეთხზვა

*      წერისას საკუთარი ემოციისა და განცდის გადმოცემას ნაკლებად ახერხებენ.

*      ისინი არ არიან  დამოუკიდებელი რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას.

*      გაკვეთილის მსვლელბისას,  ეშინიათ  შეცდომის დაშვების და  თავს იკავებენ თავისუფალი აზრის დაფიქსირებისაგან, რადგან ყოველთვის იღებენ მკაცრ შენიშვნას.

*      კითხვისას ყოველთვის  წარმოიდგენენ  ამ ამბავს.

*      ისინი პატარაობისას ცდილობდნენ  რაიმე ნივთისათვის, ჩვეულებრივი გამოყენების გარდა, სხვა დანიშნულებაც მოეძებნათ, თუმცა ახლა აღარ.

*      მოსწავლეები ფიქრობენ, რომ  სიტუაციიდან შეიძლება რამდენიმე გამოსავალი არსებობდეს.

*      მშობლები მხოლოდ მათზე ზრუნვის დროს უშლიან რაიმეს.

*      შენიშვნას  მშობლებისაგან  და  მასწავლებლებისაგან  ხშირად იღებენ.

*      მათ ძალიან მოსწონთ რაიმე ახლის შექმნა.

ინტერვიუ  მშობლებთან  - მშობლებისათვის საკითხის გაცნობის შემდეგ,  მომეცა საშუალება  მომესმინა მათი განსხვავებული აზრები საკვლევ თემასთან დაკავშირებით, დავფიქრებულიყავი მათ მოსაზრებებზე, სხვა თვალით დამენახა საკითხი, ვერბალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამომეტანა მნიშვნელოვანი დასკვნები. (დანართი #4)

v  მშობლების აზრით,  მშობლების აზრით, ბავშვები  როდესაც ფიქრობენ ახალ იდეებზე, ერთვებიან ახალ სიტუაციებში, აქვთ სხვადასხვა სიტუაციებისა და ნივთების გამოცდის და შესწავლის საშუალება, იღებენ გადაწყვეტილებებს და აგვარებენ პრობლემებს. ამ დროს ხდება გონებრივი განვითარების სტიმულირება.

v  მშობლები არ ეთანხმებიან   ამ სტერეოტიპს, რომ შემოქმედებითობა თანდაყოლილი უნარია და მხოლოდ რჩეულები არიან ამით დაჯილდოებული  და მიაჩნიათ, რომ შემოქმედებითი უნარი მეტ-ნაკლები დოზით ყველა ადამიანს ახასიათებს.  სწავლების პროცესში შემოქმედებითი გარემოს შექმნა ხელს უწყობს მოსწავლეებში ამ უნარების განვითარებას.

v  მშობლების აზრით, არ უნდა დაითრგუნოს ბავშვების ცნობისმოყვარეობა, რომელიც მათ მიერ სამყაროს შეცნობის დიდი სურვილით არის გამოწვეული.

v  მშობლების უმეტესობა ნებას რთავს შვილებს  თავისუფლად გამოხატონ საკუთარი იდეები და არ ეუბნებიან, რომ მათი აზრი სისულელეა და სასაცილო.

v  მშობლები თვლიან, რომ შენიშვნების მიცემა კეთების პროცესში აუცილებელია მათი შვილებისათვის სწავლების თვალსაზისით.

v  მშობლებს შეძლებისდაგვარად დაჰყავთ თავიანთი შვილები  პარკში, თეატრში, ახლობლებთან, საყიდლებზე...

v  მშობლები უსაფრთოხების ზომების დაცვით მიზნით  ზღუდავენ შენისვნებით თავიანთ შვილებს   თამაშის პროცესში.

v  მშობლები  კიცხავენ თავიანთ შვილებს შეცდომების გამო.

v  მშობლები მოხარული იქნებიან,  მასწავლებელმა მათ  შვილებს შემოქმედებითი  უნარის  განსავითარებლად დამატებითი   აქტივობები რომ შესთავაზოს.

 

IV.2. ფოკუსჯგუფის კითხვების  ანალიზი  ქართული ენისა და  ლიტერატურის და დაწყებითების მასწავლებლებთან

  (დანართი #2)

კოლეგებთან სამუშაო  შეხვედრის დროს მათ შეავსეს კითხვები. გამოკითხვაში მონაწილეობდა ქართული ენისა და  ლიტერატურის 1 და  დაწყებითების 3 მასწავლებელი. კითხვარის ანალიზმა დაგვანახა, რომ:

Ø  მასწავლებელთა აზრით, რადგან  შემოქმედებითი   აზროვნება, ყველაზე მაღალი სააზროვნო დონეა, მის  დაბალ მაჩვენებელს იწვევს სწავლა-სწავლების პროცესში  მოსწავლეების  ამ  სააზროვნო დონემდე ვერ მიყვანა.

Ø  მოსწავლეების   შემოქმედებითი აზროვნება მათი  წარმოსახვის უნარის გააქტიურებით უნდა მოახერხოს.

Ø   მასწავლებელმა კლასში შემოქმედებითი გარემო შეიძლება შექმნას არაშაბლონური, არასტანდარტული მიდგომით სწავლების საკითხებთან. ასევე, მასწავლებელმა უნდა მოიხსნას შემოქმედებითობის გამოვლენის ხელის შემშლელი შინაგანი წინააღმდეგობები.

Ø   მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება შეიძლება განვუვითაროთ შესაბამისი აქტივობების გამოყენებით. მაგ,; როლური თამაშებით, ხლოვნებასა და მუსიკასთან სინთეზით.

Ø  შემოქმედებითი უნარების განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი მიზეზი შეიძლება იყოს პიროვნების კულტურული მემკვიდრეობა. ზოგჯერ კულტურული ბლოკები – სტერეოტიპები, საზოგადოებაში გავრცელებული წესები და ქცევის ნორმები – ხელს უშლიან შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

Ø  მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს ნაადრევი შეფასებებისაგან. მასწავლებლისაგან გამოთქმული ნაადრევი შეფასება ხშირად ხდება მოსწავლის შემოქმედებითი აზროვნების შეწყვეტის მიზეზი. ჯობს, მასწავლებელმა მეტი დრო მისცეს ბავშვებს პრობლემის გარშემო თავისუფალი დისკუსიისა და აზროვნებისათვის.

Ø   მასწავლებლები, რა თქმა უნდა, ახდენენ ესგ შედეგების/ინდიკატორების იდენტიფიცირებას.

Ø  რაც შეეხება იმას, თუ რა სიხშირით შეაქვთ  მოსწავლეებთან შემოქმედებითი  აზროვნების განმავითარებელი აქტივობები,  მონაცემები ასე  გადანაწილდა:

 

·         1 მასწავლებელი  შემოქმედებითი  აზროვნების განმავითარებელ აქტივობებს იყენებს   იშვიათად.

·         2 მასწავლებელი   შემოქმედებითი  აზროვნების განმავითარებელ აქტივობებს იყენებს       ხანდახან.

·         1 მასწავლებელი შემოქმედებითი  აზროვნების განმავითარებელ აქტივობებს იყენებს       ხშირად.

 

 

 

 

 

 

 

თავი V- ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები

V.1 ინტერვენცია  VI კლასში

შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის  და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამადე არარსებული გზის პოვნის უნარი. იგი ყველაზე მაღალი სააზროვნო უნარია. მოსწავლეებში კრეატიულობის განსავითარებლად შემოქმედებითი წერების აქტიურად გამოყენება ხელს შეუწყობს იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამებების პოვნას. შემოქმედებითობა შაბლონური აზროვნების საპირისპირო ფორმაა. მისთვის მიუღებელია ბანალური იდეები და მოვლენებზე არსებული საყოველთაოდ მიღებული შეხედულებები. მაშასადამე, შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც პრობლემის გადაჭრისას არასტანდარტული პასუხების მიგნების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომაც, გადავწყვიტე მოსწავლეებისათვის შემოქმედებითი წერების საშუალებით რაღაც   ახალის კეთება ან დანახვა, რომელიც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლით (ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით.

ინტერვენციის დროს გამოვიყენე წერის მრავალფეროვანი აქტივობები, რომელთა შესრულების  დროსაც  მოსწავლეები ჯერ  წარმოსახავდნენ იდეებს, მერე გამოიგონებდნენ, შემდეგ შეცვლიდნენ, დაგეგმავდნენ და ბოლოს, ქმნიდნენ.

ილუსტრაცია და კარნახი

 ამ აქტივობის გამოყენებისას მოსწავლეები ქმნიან ტექსტის ეპიზოდების შესაბამის ილუსტრაციებს და მოიფიქრებენ მათ აღმწერ წინადადებებს. მასწავლებელი წერის მოდელირების მიზნით მინაწერს აკეთებს მოსწავლეთა ნამუშევრებზე.

მასწავლებლის მიერ ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები საუბრობენ იმაზე, თუ რომელი ეპიზოდი მიაჩნიათ ტექსტში ყველაზე საინტერესოდ, შემდეგ კი ზეპირად აღწერენ ამ ეპიზოდს

. ყველაზე საინტერესოდ მიჩნეულ ეპიზოდს მოსწავლეები ფურცელზე ხატავენ.

 მასწავლებელი დადის მერხებს შორის და მოსწავლეებს ავალებს, უკარნახონ თითო წინადადება, რომელიც აღწერს მათ მიერ დახატულ ილუსტრაციას.

მასწავლებელი მოსწავლის ნაკარნახებ წინადადებას მისი ილუსტრაციის ქვეშ მიაწერს. თუ მოსწავლეები გამოთქვამენ სურვილს, თავადაც `ჩაწერონ~ (როგორც გამოუვათ) ილუსტრაციის აღმწერი წინადადებები, მასწავლებელი წაახალისებს მათ. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ყურადღება არ გაამახვილოს მართლწერის, კალიგრაფიის წესების დაცვაზე;

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ილუსტრაციებს და ხმამაღლა წაუკითხავს ქვეშ მიწერილ ტექსტებს; თავიანთ `ჩაწერილ~ წინადადებებს მოსწავლეები კლასში ხმამაღლა `კითხულობენ~ და თან აჩვენებენ ილუსტრაციას.

მინიშნებები თავისუფალ თემაზე წერისათვის

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებას. მოსწავლეები წერენ მცირე ზომის ამბავს, ლექსს, მოთხრობას მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სურათის/მინიშნების მიხედვით. მინიშნებები სხვადასხვა სახისაა. მაგალითად, თუ მასწავლებელი გამოიყენებს მარჯვენა მხარეს მოცემულ სურათს, მას შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, მოიფიქრონ და გადმოსცენ ისტორია ამ ნავის შესახებ.

მოცემული აქტივობა ეფექტურად გამოიყენება შეფასების ინსტრუმენტადაც. იგი კარგად წარმოაჩენს, თუ რამდენად კარგად იყენებენ მოსწავლეები ახალ ლექსიკურ ერთეულებს და წერის ეფექტურ სტრატეგიებს.

მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები: ივითარებენ წარმოსახვის უნარს; გამოხატავენ საკუთარ ემოციას, განცდებს, მოსაზრებებს; აკვირდებიან საკუთარ ემოციებს და ცდილობენ შესაბამისი ლექსიკის შერჩევას.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს რომელიმე ნახატის რეპროდუქციას ან საინტერესო ფოტოსურათს და სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ მას. მოსწავლეები აკვირდებიან სურათს, წარმოიდგენენ რა შეიძლება მომხდარიყო სურათზე გამოხატულ სცენაში და წერენ ამბავს.

მუშაობის დასრულების შემდეგ მსურველები წარუდგენენ თავიანთ ნამუშევრებს კლასს `საავტორო სკამის~ მეშვეობით. შენიშვნა: სასურველია მასწავლებელმა წერის დაწყებამდე მოსწავლეებს მისცეს მიმანიშნებელი ინსტრუქცია.

მოსწავლის პირადი დღიური 

დღიური წერის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პირველი კლასიდანვე. ზოგ ქვეყანაში მას წერის სწავლების წამყვან საშუალებადაც კი იყენებენ. დღიური კარგი საშუალებაა წერის შედარებით ფორმალიზებულ საფეხურზე გადასასვლელად.

ამ აქტივობის სისტემატური გამოყენებით მოსწავლე: იწაფება წერასა და კითხვაში;  ითვისებს გრამატიკულ ნორმებს და იწაფება მართლწერაში; იძენს თავდაჯერებულობასა და გაბედულებას წერისას; ეძლევა თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნებისა და რეფლექსიის საშუალება;  უკეთ ხედავს და აცნობიერებს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს.

მოსწავლე დღიურისათვის საკუთარი გემოვნებით შეარჩევს რვეულს ან ბლოკნოტს;

იგი დღიურში წერს იმა, რაც აინტერესებს და რაზეც სურს წერა. იშვიათ შემთხვევაში  მასწავლებელი დიდი სიფრთხილით შესთავაზებს მას საწერ თემას; მოსწავლეები დღიურში ჩანაწერს აკეთებენ ყოველდღიურად ან კვირაში რამდენჯერმე მაინც. მნიშვნელოვანია არა ჩანაწერის მოცულობა, არამედ სისტემატურობა; დღიურის წერის დასაწყებად საკმარისი არაა მხოლოდ ინსტრუქცია.  მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს მოდელირება _ უნდა გააკეთოს რამდენიმე ჩანაწერი და ხმამაღლა წაუკითხოს მოსწავლეებს. მოსწავლეები თავიანთ ჩანაწერებს აფორმებენ ნახატებით, ორნამენტებით, სტიკერებით. ყველა ჩანაწერს უთითებენ თარიღს; მასწავლებელი მსურველებს აძლევს საშუალებას, თავიანთი დღიურის ჩანაწერები წაუკითხონ კლასს ან რომელიმე მოსწავლეს (სურვილისამებრ); მასწავლებელი პერიოდულად აგროვებს დღიურებს და შიგ ჩაწერს ან ჩააკრავს  განმავითარებელ, წამახალისებელ კომენტარებს;

 ლიტერატურული დღიური

ლიტერატურულ დღიურში მოსწავლეები წერენ რეფლექსიას, საკუთარ მოსაზრებებს ნაწარმოების თემის, იდეის, პერსონაჟის (მისი ქმედებების, გრძნობების) შესახებ.   მასწავლებელი დღიურში ჩასაწერად მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა თემას: რომელ პერსონაჟს შეხვდებოდი? რაზე დაელაპარაკებოდი?  გაიხსენე, რას ვარაუდობდი, რას ფიქრობდი კითხვის პროცესში;  გამოთქვი ვარაუდები წიგნის დასრულებამდე; განმარტე საკვანძო ლექსიკური ერთეულები;  დაწერე, როგორ გადაჭრა მთავარმა პერსონაჟმა პრობლემა;  დაწერე რეფლექსია და შეკითხვები კონკრეტული თემის გარშემო და სხვ.;   დაწერე, რატომ ურჩევდი ამ წიგნის წაკითხვას სხვას;  მოუყევი ამ წიგნის შესახებ შენი ოჯახის წევრებს და ჩაწერე მათი შთაბეჭდილებები.

სწავლეები ლიტერატურულ დღიურში წერენ გარკვეული პერიოდულობით (მაგ.: კვირაში ორჯერ, თემის შესწავლის პერიოდში).

წერა ბარათის მიხედვით

წერა ბარათის მიხედვით - გულისხმობს ნახატიანი ბარათების გამოყენებას სხვადასხვა წერითი დავალების შესასრულებლად. მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები ივითარებენ:

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სურათიან ბარათს და სთხოვს დაწერონ წინადადებები სურათის აღსაწერად. მოსწავლეები წერენ, სანამ მასწავლებელი არ შეაწყვეტინებს წერას. შემდეგ მოსწავლეები საკუთარ ნამუშევარს წარუდგენენ კლასს;

*      ბარათზე გამოსახული სურათის აღწერა

. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სურათიან ბარათს და სთხოვს მათ გამოთქვან საკუთარი იდეები. შეარჩიონ სიტყვები სურათის აღსაწერად. შემდეგ დაწყვილდნენ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები  და მეწყვილესთან ერთად შეადგინონ მოკლე ამბავი შერჩეული სიტყვების გამოყენებით.

*      მოთხრობები ბარათებით.

მასწავლებელი ამზადებს სურათიან 5-10 ბარათს, რომლებზეც გამოსახულია პერსონაჟები და ადგილები. მოსწავლეები ინდივიდუალურად ან წყვილებში შეარჩევენ სიტყვებს, რომლებსაც გამოიყენებენ წერის პროცესში. შემდეგ მოსწავლეები თხზავენ მოკლე მოთხრობებს ბარათებზე გამოსახული სურათების მიხედვით.

ხუთსტრიქონიანი ლექსი

`ხუთსტრიქონიანი ლექსი~ არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შემოქმედებითი ფორმით გამოხატავენ საკუთარ ცოდნას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის გარშემო. იგი ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს თემას/საკითხს, რომლის შესახებაც მათ უნდა შექმნან ხუთსტრიქონიანი ლექსი. ხუთსტრიქონიანი ლექსის შესაქმნელად მოსწავლეებმა სიტყვებით უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული გრაფიკული სქემა (მასწავლებელს სქემა დაფაზე/დიდფორმატიან ქაღალდზე აქვს დაწერილი)

 სქემის პირველ ხაზზე იწერება საკვანძო თემის/საკითხის შესაბამისი სიტყვა (არსებითი სახელი). მეორე ხაზზე იწერება ორი ზედსართავი სახელი, რომლებიც აღწერს საკვანძო სიტყვას (ზედსართავი სახელი).

მესამე ხაზზე იწერება სამი ზმნა, რომლებიც გამოხატავს საკვანძო ქვემდებარის მოქმედებებს (ზმნა).

მეოთხე ხაზზე იწერება ოთხსიტყვიანი ფრაზა, რომელიც გამოხატავს მოსწავლის ასოციაციას/ დამოკიდებულებას/შეხედულებას საკვანძო საკითხის მიმართ.

მეხუთე ხაზზე იწერება საკვანძო თემის/საკითხის დედააზრი; ან პირველ ხაზზე დაწერილი სიტყვის სინონიმი (არსებითი სახელი). მუშაობის დასრულების შემდეგ მსურველები კლასს წარუდგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

ხუთსტრიქონიანი ლექსის ვარიაცია _ `ბრილიანტი~

`ბრილიანტი~ ხუთსტრიქონიანი ლექსის შედარებით გართულებული ვერსიაა. იგი ეფექტურად გამოიყენება საგანთა, მოვლენათა, პერსონაჟთა დეტალურად აღსაწერად, საწინააღმდეგო მნიშვნელობის მქონე ცნებების (ბინარული ოპოზიტების) შესაპირისპირებლად, წაკითხულ ნაწარმოებზე რეაგირებისთვის და ..

სქემის პირველ ხაზზე იწერება საკვანძო თემის/საკითხის შესაბამისი სიტყვა.

ბოლო ხაზზე იწერება პირველ ხაზზე დაწერილი საკვანძო არსებითი სახელის შემცვლელი სიტყვა.

მეორე ხაზზე იწერება ორი ზედსართავი სახელი, რომლებიც აღწერს საკვანძო სიტყვას.

მესამე ხაზზე იწერება სამი ზმნა, რომლებიც გამოხატავს საკვანძო ქვემდებარის მოქმედებებს.

ანალოგიურად, ქვემოდან მეორე ხაზზე დაწერილი ზედსართავები აღწერს საკვანძო სიტყვის შემცვლელ ქვემდებარეს.

ქვემოდან მესამე ხაზზე დაწერილი სამი ზმნა კი გამოხატავს საკვანძო სიტყვის შემცვლელი ქვემდებარის მოქმედებებს.

ცენტრალურ, მეოთხე სტრიქონზე იწერება ოთხსიტყვიანი ფრაზა, რომელიც გამოხატავს მოსწავლის ასოციაციას/დამოკიდებულებას/შეხედულებას საკვანძო საკითხის მიმართ.

გრაფიკული ლექსები

გრაფიკული ლექსი არის მხატვრული ტექსტი, რომელსაც სპეციფიკური ფორმა (მოყვანილობა) აქვს. ლექსის გარეგნული მხარე უნდა შეესაბამებოდეს მის მთავარ თემას. მაგ., ჩიტის შესახებ დაწერილი ლექსი გარეგნულად ჩიტს უნდა ჰგავდეს, ღრუბლის შესახებ ლექსი _ ღრუბელს და .. ვინაიდან ასეთი ლექსის შექმნა წერისა და ხატვის ელემენტებს აერთიანებს, ის მეტად სახალისო აქტივობაა ბავშვებისათვის. შედარებით მაღალ კლასებში მეთოდი ეფექტურად  გამოიყენება მხატვრული ხერხების ასათვისებლად. 

 ვიდრე მოსწავლეები დაიწყებენ ამ ტიპის ლექსების დამოუკიდებლად წერას, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გამოიყენოს პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელი, კერძოდ, მკაფიოდ აუხსნას ბავშვებს, თუ რა არის ამ ტიპის ლექსი და როგორ იქმნება იგი, ხმამაღლა ფიქრის მეშვეობით თვალსაჩინოდ დაანახოს მისი შექმნის პროცედურა და ჩართოს ბავშვები ამ პროცესში, შესთავაზოს ბავშვებს ერთობლივი პრაქტიკა.   

როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა (რაფთი)

მეთოდის/აქტივობის შესახებ მეთოდის გამოყენება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სიღრმისეულად გაიაზრონ ტექსტი და შექმნანამ ტექსტის ინტერპრეტაცია.

მეთოდის დახმარებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ:  შემოქმედებითი წერისა და თვითგამოხატვის უნარები;  ნაწერისათვის შესაბამისი სტილის შერჩევის უნარი;  ტექსტის/საკითხის ინტერპრეტირების უნარი.

მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს, რას გულისხმობს აქტივობა `რაფთ~ და დაფაზე ჩამოწერს:

- როლი  _ აუდიტორია _ ფორმატი _ თემა

აქტივობის დროს მოსწავლეებმა უნდა შექმნან ტექსტი სწორედ `რაფთ~-ის გათვალისწინებით. საწყის ეტაპზე მასწავლებელი თავად შეურჩევს მოსწავლეებს რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის როლს, სამიზნე აუდიტორიას, ნაწერის ფორმატსა და თემას. შესაძლებელია მასწავლებელს წინასწარ მომზადებული ჰქონდეს `რაფთის~ ცხრილი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს არჩევანის გაკეთებაში.

როლი () მწერლის, პერსონაჟის, მკითხველის, რეჟისორის, თანამდებობის პირის, თვითმხილველის... აუდიტორია () ავტორი, პერსონაჟი (სხვა ნაწარმოების პერსონაჟი), რომელიმ უწყება (მაგ., ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია), გამომცემლობა, მკი ველი, რეჟისორი, ოჯახის უფროსი წევრი, თანატოლი...

ფორმატი () მოთხრობა, განცხადება, რეკლამა, აფიშა, წერილი, დღიური, ინტერვიუ, ბარათი, სცენარი, ლექსი...

 თემა () თემის შერჩევისას მოსწავლეები ეყრდნობიან ტექსტში წარმოჩენილ საკითხებს, მათთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას. თემას ჩამოაყალიბებენ საკითხის ან სათაურის სახით. მაგ.: გმირობა, დავიცვათ ცხოველები, ყველას გვახსოვდეს...

  ყველა ელემენტის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ წერას;  მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები რედაქტირებას უკეთებენ თავიანთ ნამუშევრებს, ბოლოს კი გაუზიარებენ ერთმანეთს.

იდეები შემოქმედებითი წერისთვის

მეთოდის/აქტივობის შესახებ შემოქმედებითი წერის აქტივობის ჩატარების დროს მოსწავლეებს აქვთ თვითგამოხატვის საშუალება. მასწავლებლის მიერ შეთავაზებული იდეებიდან ისინი ირჩევენ თემას შემოქმედებითი/ თავისუფალი წერისთვის და წერენ თხზულებას.

მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები: ივითარებენ წარმოსახვის უნარს; გამოხატავენ საკუთარ ემოციას, განცდებს, მოსაზრებებს;  აკვირდებიან საკუთარ ემოციებს, გრძნობებს და ცდილობენ შესაბამისი სიტყვების შერჩევას;  ივითარებენ წერის უნარს.

სამწუთიანი წერა

მეთოდის/აქტივობის შესახებ მოსწავლეები წინასწარ მითითებული დროის განმავლობაში წერენ საკუთარ აზრებს დასახელებული ცნების გარშემო.

მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები: წერილობით გადმოსცემენ საკუთარ მოსაზრებებს; ივითარებენ წერის უნარს;  ივითარებენ წარმოსახვის უნარს.

სწრაფი წერა

მეთოდის/აქტივობის შესახებ სწრაფი წერის აქტივობის გამოყენებისას მოსწავლეები მცირე დროის განმავლობაში წერილობით სცემენ პასუხს მასწავლებლის მიერ დასმულ ღია შეკითხვას (წერილობით რეაგირებენ კონკრეტულ საკითხზე).

მეთოდით მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ:  აზრის სწრაფად და ლაკონურად ჩამოყალიბების უნარი;  აზრის თანმიმდევრულად გადმოცემის  უნარი.

მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ღია შეკითხვას ან აძლევს მინიშნებას შესწავლილი/ შესასწავლი თემის შესახებ;  მოსწავლეები 2-5 წუთის განმავლობაში წერენ საკუთარ ნააზრევს მოცემულ საკითხზე; წერის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ნამუშევარს უზიარებენ მეწყვილეს. სურვილის შემთხვევაში გააცნობენ მთელ კლასს.

წერა ილუსტრაციების მიხედვით

მოსწავლეები წერენ ამბავს/მოთხრობას შეთავაზებული ილუსტრაციების მიხედვით.

მეთოდის გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს: წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარს; აზრების წერილობით გადმოცემის უნარს;  სიუჟეტის აგებისა და მოთხრობის დაწერის უნარს.

მასწავლებელი შეარჩევს რამდენიმე ილუსტრაციას, რომლებიც გარკვეული ამბის აგებისა და გადმოცემის საშუალებას იძლევა. ილუსტრაციები შესაძლოა რომელიმე წიგნიდან,

ნაწარმოებიდან იყოს ამოღებული. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი მეთოდს მანამდე გამოიყენებს, ვიდრე მოსწავლეები ტექსტს წაიკითხავენ;

 შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეები დააჯგუფოს და თითოეულ ჯგუფს მისცეს ერთი ილუსტრაცია ისე, რომ მათ არ იცოდნენ სხვა ჯგუფების ილუსტრაციის შინაარსი. თუ კლასი ჰომოგენურ ჯგუფებად დაიყოფა, შედარებით გაუწაფავ მოსწავლეებს `მარტივად დასაწერი~ ილუსტრაცია მიეცემათ. ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნიან ამბებს, იწინასწარმეტყველებენ სხვა ილუსტრაციების შესაძლო სიუჟეტებს. პრეზენტაციების შემდეგ ჯგუფები ერთმანეთს გაუცვლიან ილუსტრაციებს და, სურვილისამებრ, ცვლილებებს შეიტანენ საკუთარ ამბებში. ბოლოს კი მთელი კლასი იმუშავებს საერთო ამბის შეთხზვაზე.

12-სიტყვიანი რეზიუმე (შეჯამება)

მეთოდის/აქტივობის შესახებ 12-სიტყვიანი შეჯამება (რეზიუმე) არის ზოგადად რეზიუმეს ერთ-ერთი ვარიაციაა. თავი მოუყარონ ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვან აზრებსა და იდეებს;  ისწავლონ ტექსტში მთავარი, საკვანძო სიტყვების შერჩევა (ან მოფიქრება-გახსენება) შეჯამებისთვის; გააცნობიერონ კავშირი შერჩეულ სიტყვებსა და ტექსტის მთავარ ინფორმაციას (ან სათქმელს) შორის.

თემაზე (ტექსტზე) მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაწერონ რეზიუმე, რომლისთვისაც გამოიყენებენ მხოლოდ თორმეტ სიტყვას; მოსწავლეები ჩამოწერენ სავარაუდო სიტყვებს, რომლებიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად გამოადგებათ თემის (ტექსტის) შესაჯამებლად. თავდაპირველად შეიძლება მათი რაოდენობა 12-ზე მეტი იყოს; შემდეგ კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან ტექსტს და რეზიუმესთვის ჩამოწერილ სიტყვებს გაიაზრებენ მასთან მიმართებით;  ჩამოწერილი სიტყვებიდან საბოლოოდ შეარჩევენ 12 სიტყვას, რომლებიც ყველაზე უკეთ შეაჯამებს თემას (ტექსტს).

ქარგები (შაბლონები) წერისთვის

მეთოდის/აქტივობის შესახებ ქარგების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია წერის საწყის ეტაპზე ანუ მანამ, სანამ მოსწავლე კარგად გაიწაფება სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნაში.

ამ აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს:  ხელს უწყობს აზრების მობილიზებაში;  აძლევს გარკეულ მინიშნებებს და მიმართულებას უშუალოდ წერის პროცესში;  მატებს თავდაჯერებულობას.

მასწავლებელი, იმის მიხედვით, თუ რისკენ სურს მიმართოს მოსწავლის აზროვნება წერის პროცესში, წინასწარ შეარჩევს (ან შექმნის) ქარგას;      მოსწავლეებს ურიგებს ქარგას და აძლევს გარკვეულ დროს მის შესავსებად;           მოსწავლეები განსაზღვრულ დროში ავსებენ ქარგას;  დროის გასვლის შემდეგ ისინი წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს კლასის წინაშე.

  მოთხრობის ჩარჩო- მასწავლებელი  სთხოვს მოსწალეებს დაასახელონ თემა, რომელზედაც ისურვებდნენ მოთხრობის წერას. შეთავაზებული თემები იწერება დაფაზე. მასწავლებელი დაფაზე წერს შეკითხვებს. მოსწავლეები პასუხობენ წერილობით. შეკითხვები იმგვარად უნდა ყოს დალაგებული, რომ მიჰყვებოდეს მოთხრობის სიუჟეტურ ქარგას, რათა მოსწავლეს გაუადვილდეს მოკლე შინაარსის აღდგენა და წერილობით გადმოცემა.

  დაწერე მოთხრობა - მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები შეთავაზებული ჩამონათვალიდან შეარჩევენ პერსონაჟთა თვისებებს, გარემოებებსა და პრობლემებს, აც მათ დაეხმარება მოთხრობის აგებაში. აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს  ხელს შეუწყობს მოთხრობის სტრუქტურული ელემენტების შერჩევასა და სინთეზირებაში. მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ დღეს მათაც, როგორც მწერლებმა, უნდა შეთხზან მოთხრობა და ამაში დასახმარებლად  მათ სთავაზობს თვისებების, გარემოებებისა და პრობლემების ნუსხას. მოსწავლეები იწყებენ იდეების გენერირებას და მოთხრობის გეგმის შედგენას ნუსხის გამოყენებით. მასწავლებლის თხოვნით რამდენიმე მოსწავლე მთელ კლასს მოკლედ გაუზიარებს მოთხრობის ზოგად მონახაზს. მოსწავლეები იწყებენ წერას. წერა მიმდინარეობს ხუთსაფეხურიანი მოდელის მიხედვით.

 ლექსიკური ერთეულებით ამბის შეთხზვა და დასათაურება

მოსწავლეები მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სიტყვების გამოყენებით თხზავენ ამბავს და ასათაურებენ. ამ აქტივობის გამოყენებით მოსწავლეები ივითარებენ ახალი ლექსიკური ერთეულების პრაქტიკულად გამოყენების ჩვევას და იაქტიურებენ წარმოსახვის უნარს. მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს და დაფაზე ჩამოწერს სიტყვებს. სთხოვს მოსწავლეებს ამ სიტყვების გამოყენებით შეთხზან რაიმე ამბავი და დაასათაურონ. მოსწავლეები მითითებული სიტყვების გამოყენებით, განსაზღვრულ დროში თხზავენ ამბავს და ასათაურებენ მას.

 

V.2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები 

ინტერვენციის შეფასების მეთოდებად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:

Ø  დაკვირვება - ჩემი მიზანი იყო ყველა გაკვეთილზე შემეგროვებინა ინფორმაცია მოსწავლეების სწავლისა და გამოცდილების შესახებ. ვაკვირდებოდი მოსწავლეების მიერ ჩემს საგანში ცოდნის დაუფლებისა და უნარების განვითარების პროცესს;

Ø  მოსწავლის  აქტივობის  შეფასება.

მოსწავლის  აქტივობის შეფასება ყველაზე უკეთ მეხმარებოდა კვლევის მიმდინარეობისას.   იყო თუ არა, ან რამდენად  იყო  მოსწავლე  ჩართული    კომუნიკაციის ს უნარის განსავითარებლად პროექტულ სწავლებაში;  ადეკვატურად ასრულებდა  თუ არა პირობას,  კარგად, დამაკმაყოფილებად თუ სუსტად პასუხობდა მასწავლებლის  მოთხოვნებს.

Ø  კვლევის  დღიური

კვლევის დაწყებიდანვე ვაწარმოებდი კვლევის დღიურს, რომელშიც ვინიშნავდი  კვლევის მიმდინარეობას,  შემოქმედებითი წერების გამოყენებით, როგორ   უმჯობესდებოდა  მათი   კრეატიული  აზროვნება.

პროგრესის მონიტორინგი - სწავლება-სწავლის პროცესის ეფექტურობის დადგენისა და მოსწავლეთა შუალედური შეფასებისათვის პროგრესის მონიტორინგს მთელი სასწავლო წელი ვიყენებდი, რათა განმესაზღვრა:  ვის რა მიღწევა აქვს? ვის არ აქვს საკმარისი მიღწევა? ვის რა სახის დახმარება სჭირდება? ეს მეხმარებდა  მოსწავლის მიღწევებ და სწავლების ეფექტურობის დადგენაში.

V.3 ინტერვენციის შედეგები:

·         დიაგნოსტიკური ტესტი 2

  მთელი სასწავლო წელი ვაკვირდებოდით შემოქმედებითი წერების საშუალებით კრეატიული აზროვნების განვითარებას. ვაწარმოებდი კვლევის დღიურს და პროგრესი თვალსაჩინო იყო. თანდათან  მეტი  მოსწავლე ახერხებდა დამოუკიდებლად აზროვნებას, მათ ნაწერებში ფანტაზია უფრო მეტად ჩანდა. უვითარდებოდათ  წარმოსახვის უნარი. საკუთარ განცდებსა და დამოკიდებულებებსაც უფრო ცხადად და დამაჯერებლად გადმოსცემდნენ:

 

 

 

 ინტერვენციების გატარების შემდეგ განმეორებითი დიაგნოსტიკური წერა ჩავატარე მე-2 სემესტრში, აპრილში. ტესტირების მიზანი იყო მიღწეული შედეგების შეფასება  და შედარებითი ანალიზი.  (შეფასების რუბრიკა - #1)   18 მოსწავლიდან 12 მოსწავლე  დამოუკიდებლად აზროვნებდა. საკუთარი ემოციისა და განცდების  18 მოსწავლიდან 14 გამოხატავდა.   წარმოსახვის უნარით    11  მოსწავლე  გამოირჩეოდა.   შემოქმედებითი  უნარის გაუმჯობესებამ უფრო თავდაჯერებული გახადა ისინი  გაკვეთილზე.

  

 

 

 

 

V.4 დიაგნოსტიკური ტესტირებების შედარებითი ანალიზი

    მეექვსე   კლასში სექტემბრისა და აპრილში ჩატარებულმა  დიაგნოსტიკური წერის ანალიზმა აჩვენა გაუმჯობესებული შედეგი.

Ø  18   მოსწავლიდან  დამოუკიდებელი აზროვნების   უნარი გაიზარდა   8  მოსწავლიდან   12 მოსწავლემდე, შედეგი გაუმჯობედა 4 მოსწავლით.

Ø  საკუთარი ემოციის (განცდის) გამოხატვის უნარი  გაუუმჯობესდა 5 მოსწავლით მეტს. მაჩვენებელი გაიზარდა  9 მოსწავლიდან  14 მოსწავლემდე.

Ø   წარმოსახვის უნარის გამოყენების მაჩვენებელი გაუმჯობესდა  4 მოსწავლესთან.  გაიზარდა 7  მოსწავლიდან 11  მოსწავლემდე. 

შედარებითი ანალიზის დიაგრამები:

 

 

წლის ბოლოს მოსწავლეებთან ჩავატარე განმეორებითი გამოკითხვა  (დანართი 5):

*      მოსწავლეებს მოსწონთ თავისუფალი თემების, ჩანახატების და  ილუსტარციების მიხედვით ამბის შეთხზვა.

*      ისინი ადვილად გამოხატავენ თავიანთ ემოციებსა და განცდებს.

*      ფიქრობენ, რომ უფრო  დამოუკიდებელი არიან.

*      მათ ძალიან  მოსწონთ ილუსტრაციის მიხედვით ამბის, მოთხრობის ან ჩანახატის შექმნა.

*      რამდენიმემ დაიწყო  დღიურის წერა.

*      შემოქმედებითი წერის დროს, ისინი ისეთ აქტივობას ანიჭებენ უპირატესობას, როცა დამოუკიდებელი არიან  არჩევანში.

*      მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ლქსების შეთხზვა;

 

*      ისინი ფიქრობენ,  რომ მათი წარმოსახვის უნარი გაუმჯობესდა.

    წლის ბოლოს, ჩატარებული ინტერვენციების შედეგად, გაიზარდა მოსწავლეთა თავდაჯერებულობა. ამაღლდა მათი მოტივაცია, რაც ყოველ გაკვეთილზე იგრძნობოდა. დავრწმუნდი  შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად მრავალფეროვანი აქტივობების  ხშირად გამოყენების საჭიროებაში და განვსაზღვრე სამომავლო ნაბიჯები.

 


თავი VI - მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები

VI.1 მიგნებები

ინტერვენციების განხორციელების შედეგად  შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:

1.      მოსწავლეებისათვის საჭიროა  შემოქმედებითი  უნარის განსავითარებელი აქტივობების ხშირი და მიზნობრივი გამოყენება.

2.      მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მოსწავლის ჩართვა  შემოქმედებით წერებში.

3.      მასწავლებელმა შესაძლებელია შემოქმედებითი უნარის განსავითარებელი აქტივობები   მოარგოს  მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

4.      მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარი გაუმჯობესება შესაძლებელია საკუთარი ნაწერების, შეთხზული ამბების გაუმჯობესების საფუძველზე;

5.      აუცილებელია მშობელთა თანადგომა შემოქმედებითი უნარის  გასაუმჯობესებლად.

 

 VI.2 რეკომენდაციები    

მეექვსე კლასში   შემოქმედებითი უნარის  გასაუმჯობესებლად შევიმუშავეთ შემდეგი რეკომენდაციები:

Ò  მრავალფეროვანი მეთოდებისა  და აქტივობების გამოყენება შემოქმედებითი  უნარის გაუმჯობესების  გადასამოწმებლად.

Ò  მოსწავლეთა მიერ შემოქმედებითი უნარის განმავითარებელი  აქტივობების გამოყენება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებსა და ჯგუფებში.

Ò  მიზნების გაზიარება მოსწავლეთათვის, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების წახალისება

Ò  სასარგებლო, კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება

Ò  სწავლების სტილის შეცვლა და მისი გამდიდრება მრავალფეროვანი შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი მეთოდების  საშუალებით.

VI.3 თვითკრიტიკა

კოლეგებთან პრობლემის გაზიარება -კოლეგები  კვლევის დასაწყისში გამოვკითხეთ,  კვლევის პროცესშიც    ვუზიარებდით  მათ ინფორმაციას. თუმცა, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, საკვლევი საკითხით დაინტერესების შემთხვევაში,  კვლევაში მონაწილეობის მსურველი პედაგოგებისაგან  ჩამომეყალიბებინა ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებდა ჩემთან და აქტიურად დააკვირდებოდა და ჩაერთვებოდა ექსპერიმენტში.

  მშობელთა ჩართულობა -  მშობლები გამოვკითხეთ კვლევის დაწყებისას,

 გავაც დიაგნოსტიკური ტესტების პირველადი და ინტერვენციების შემდგომი შედეგები, მათთან ერთად გავაკეთე ანალიზი და დავგეგმე  სამომავლო ნაბიჯები. ცხადია, მათი დაინტერესება მაღალი იყო.

 

დასკვნა   

პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ მეექვსე  კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემოქმედებითი უნარის   დაბალი მაჩვენებლის  გამომწვევი მიზეზები ისაა, რომ:

1.      მოსწავლეებთან  საგაკვეთილო  პროცესში   ყურადღება არ ექცევა შემოქმედებთი უნარის განვითარებას.

2.      არ არის გათვალისწინებული თითოეული  მოსწავლის საჭიროება და შესაძლებლობა;

3.      არ არის გამოყენებული მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები;

4.      მოსწავლეთა კრეატიულობა არ მაღლდება საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი  შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი აქტივობებით.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადავდგით  გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო:

ü  შემოქმედებითი წერების საშუალებით  გააქტიურდა მათი წარმოსახვის უნარი.

ü  უკეთესად გამოხატავდნენ თავიანთ განცდებსა და ემოციებს.

ü  გაიზარდა მათი დამოუკიდებლად აზროვნების   დონე.

შემოქმედებითი აზროვნების, ყველაზე მაღალი სააზროვნო უნარის, განსავითარებლად:

v  მიეცით სრული თავისუფლება გამოხატოს საკუთარი თავი. ხშირი შენიშვნები და მითითებები მას ბოჭავს, უკარგავს საკუთარი თავისადმი რწმენას და აქცევს ჩარჩოებში.

v  მიეცით საშუალება გამოსცადოს სხვადასხვა ტიპის მასალა და გარემო.  ბავშვის ბევრს ვერაფერს ისწავლის და ვერც განვითარდება თუ მას აიძულებენ იჯდეს წყნარად. ამიტომ ნუ ეცდებით შეზღუდოთ თამაშის პროცესი ზედმეტი შენიშვნებით.

v  შემოქმედებითი უნარის მქონე ბაშვები არ არიან დამოკიდებული სხვის იდეებზე მათ აქვთ საკუთარი იდეები და საკუთარი თავის რწმენა.

v  მიეცით საშუალება დაუშვან შეცდომები – უდიდესმა მოაზროვნეებმა სწორედ რისკისა და შეცდომების მიმართ შიშის ნაკლებობის შედეგად შეძლეს წარმატების მიღწევა. 

v  ნუ გაკიცხვთ მოსწავლეებს შეცდომების დაშვების გამო. უბრალოდ ამ დროს დაეხმარათ მათ პრობლემის მოგვარების ახალი გზების პოვნაში. წააქეზეთ ისინი შეხედონ საკითხს ახლებურად. მიეცით ფიქრის დრო და ნუ მოსთხოვთ პასუხს მაშინვე.

მოსწავლეთა შემოქმედებითი   უნარის განვითარებას  მომავალშიც ვგეგმავ.

 

 

 

    მასწავლებლის რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

     თემა:  „შემოქმედებითი  უნარის განვითარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე

    მასწავლებელი:  ინგა დარსაველიძე

    პედაგოგიური პრა

ქტიკის კვლევა არ არის მხოლოდ ერთი პედაგოგისათვის განკუთვნილი. აუცილებელი მისი კოლეგებისათვის გაზიარება, რათა მან  ხელ შეუწყოს  სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.  

      საწყის ეტაპზე ქართული ენისა და  ლიტერატურის, ასევე, დაწყებითების   კათედრას და სკოლის დირექციას გავაცანი თემატიკა, თუ რა მიმართულებით ვაპირებდი კვლევის განხორციელებას,   რა მეთოდებს ვიყენებდი პრობლემის იდენტიფიცირებისათვის და რა ინტერვენციები მქონდა დაგეგმილი სავარაუდო შედეგის მისაღწევად.

       აღნიშნული კვლევა განვახორციელე  მე-6  კლასში.  პრაქტიკული კვლევის მიზანი  იყო აღნიშნულ კლასში  კრეატიული აზროვნების განვითარება შემოქმედებითი წერების საშუალებით  და მოსწავლეთა  შედეგების ანალიზი. 

    კვლევის მეთოდოლოგიად  შეირჩა პრაქტიკული კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოვიყენე   როგორც  რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მეთოდები  (ინტერვიუ,  ანკეტირება). რაოდენობრივი კვლევა  დამეხმარა  გამეგო მოსწავლეთა დონის შესამოწმებლად კვლევის დასაწყისსა და დასასრულში. ასევე,  პედაგოგთა    დამოკიდებულების გასარკვევად შემოქმედებითი წერების გამოყენების შესახებ. თვისობრივი კვლევა   კი დამეხმარა  საკვლევი საკითხის სიღრმისეულ შესწავლაში. კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდი ზრდის კვლევის სანდოობას და უზრუნველყოფს კვლევის მაღალ ხარისხს.  კვლევაში  გამოვიყენე  სრული  შერჩევა. საკვლევი  პრობლემის შესასწავლად   შევარჩიე  მეექვსე კლასის  ყველა  მოსწავლე, ყველა მშობელი  და  ქართული ენისა და ლიტერატურისა და დაწყებითების ყველა პედაგოგი.

  გავამზადე კითხვარები, რომელიც მომცემდა ინფორმაციას საკვლევ თემასთან დაკავშირებით. ავესაუბრე პედაგოგებს,  მოსწავლეებსა და მშობლებს.  

      კვლევის ჩატარებას დასჭირდა 8 თვე (სექტემბერი - აპრილი).  დასრულების შემდეგ,    ქართული ენისა და ლიტერატურისა და დაწყებითების  კათედრას მივაწოდე ინფორმაცია კვლევის განხორციელების პროცესისა და შედეგების შესახებ. კოლეგებს წარვუდგინე ჩემი პრეზენტაცია. მოისმინეს ჩემი რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარი გავაუმჯობესოთ.  იყო უკუკავშირიც, 

     კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა,

    პედაგოგიური კვლევა პირველად არ  გამიკეთებია ჩემს პრაქტიკაში. წინა სკოლაში 2018 წელს განვახორციელე საინტერესო კვლევა კითხვის უნარების გაუმჯობესების შესახებ. კვლევის ჩატარება,მართალია, შრომატევადია, მაგრამ დიდი გამოცდილებაც შემძინა და დამეხმარა მოსწავლეებთან  უკეთ მემუშავა კრეატიული აზროვნების გასაუმჯობესებლად და დამეხმარა მიმეღო ეროვნული  სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგი.

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.გამისონია თამარ „როგორ წავახალისოთ ბავშვის შემოქმედებითი უნარის განვითარება http://www.ascd.org/publications/educational-leadership/sept09/vol67/num01/Why-Creativity-Now%C2%A2-A-Conversation-with-Sir-Ken-Robinson.aspx

2.როვნული სასწავლო გეგმა;

3.“ინოვაციური მეთოდები შემოქმედებითი სწავლებისათვის“ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი; 2014.

4. ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013

5.,,პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება“ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

 6.რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში

 www.ucss.ge/raodenobrivi kvlevis metodebi

7.“სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერობვნული ცენტრი.

8.საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლება და მისი ფსიქოლოგიური საფუძვლები / რამაზ საყვარელიძე; [ნორვეგიის ლტოლვ. საბჭო, შვედეთის განვით. საერთაშორ. სააგენტო] - თბ.: სიესტა, 2004

9.შემოქმედებითი აზროვნება;  ინგა ლომაძე   www.edu.aris.ge  2017 8.11 

 

10.შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა და მისი განვითარება www.edu.aris.ge 

 2013,8.05.  

 

 

დანართი # 1

შემოქმედებითი უნარის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:

 

ტესტი

დაბალი მაჩვენებელი (რისკის ზონა)

დასაშვები(საშუალო) მაჩვენებელი

კარგი(სასურველი) მაჩვენებელი

დამოუკიდებელი აზროვნება

ვერ ახერხებს

მეტ-ნაკლებად  ახერხებს

 

 

ყოველთვის  ახერხებს

 

საკუთარი ემოციის (განცდების) გამოხატვა

ვერ  გამოხატავს

 

მეტ-ნაკლებად  გამოხატავს

 

ყოველთვის  გამოხატავს

წარმოსახვის უნარი

ვერ  ახერხებს

 

მეტ-ნაკლებად  ახეხებს

ყოველთვის  ახერხებს

 

 დანართი #2

ფოკუსჯგუფის კითხვები  მასწავლებლებისათვის:

1.      თქვენი აზრით, რა იწვევს მოსწავლეებში შემოქმედებითი   აზროვნების   დაბალ მაჩვენებელს?

2.      როგორ შეიძლება მასწავლებელმა განავითაროს  მოსწავლეების   შემოქმედებითი უნარი?

3.      როგორ შეიძლება შექმნას მასწავლებელმა კლასში შემოქმედებითი გარემო?  

4.      როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება?

5.      რა ფაქტორები  განაპირობებენ ან  უშლიან ხელს შემოქმედებითი უნარების განვითარებას? 

6.      როგორ  აწვდით  უკუკავშირს მოსწავლეებს?

7.      თუ გაგიანალაზებიათ მიუღწეველი შედეგების გამომწვევი მიზეზები?

8.      რამდენად ხშირად იყენებთ შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელ აქტივობებს მოსწავლეებთან?

დანართი #3

ინტერვიუ მოსწავლეებთან

1.მოგწონთ თუ არა თავისუფალი თემების, ჩანახატების, ილუსტარციების მიხედვით ამბის შეთხზვა?

2. რამდენად შეგიძლიათ წერისას საკუთარი ემოციისა და განცდის გადმოცემა?

3. ცდილობთ თუ არა იყოთ დამოუკიდებელი რაიმე გადაწყვეტილებს მიღებისას?

4. გაკვეთილის მსვლელობისას, გეშინიათ თუ არა შეცდომის დაშვების და თავს იკავებთ თუ არა თქვენი თავისუფალი აზრის დაფიქსირებისაგან?

5.რაიმეს კითხვის ან მოსმენის დროს, წარმოიდგენთ თუ არა ამ ამბავს?

6. ცდილობთ თუ არა რაიმე ნივთს, ჩვეულებრივი გამოყენების გარდა, სხვა დანიშნულებაც მოუძებნოთ?

7. როგორ ფიქრობთ, რაიმე სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს?

8. ხშირად გიშლიან თუ არა მშობლები რამეს გკეთებას?

9. რამდენად ხშირად გაძლევენ მშობლები და მასწავლებლები შენიშვნას რაიმეს არასწორად კეთების, ან რაიმეს კეთების პროცესში?

10. მოგწონთ რაიმე ახლის შექმნა?

 

 

 

დანართი #4

 ინტერვიუ  მშობლებთან

1.თქვენი აზრით რომელი უნარები აქვს თქვენს შვილს მეტად განვითარებული?

2. თქვენი აზრით, რატომ არის კრეატიულობა მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის?

3.ეთანხმებით, თუ არა მოსაზრებას, რომ შემოქმედებითობა თანდაყოლილი უნარია და მხოლოდ რჩეულები არიან ამით დაჯილდოებული?

4. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება  წავახალისოთ კრეატიულობა ბავშვებში?

§  5.ახალისებთ თუ არა თქვენი შვილების  ახალ, განსხვავებულ  და უცნაურ  იდეებს?

§  6. ცდილობთ თუ არა ბავშვის შეზღუდვას მის მიერ რაიმეს კეთების დროს, მითითებებითა და შენიშვნებით?

7.დაგყავთ თუ არა თქვენი შვილი  ხშირად სხვადასხვა საინტერესო ადგილას?

§  8.ზღუდავთ თუ არა  თამაშის პროცესში  ზედმეტი შენიშვნებით  უსაფრთოხების ზომების დაცვითმიზნით?

§  9.კიცხავთ თუ არა თქვენს შვილებს შეცდომების გამო?

10.იქნებით თუ არა წინააღმდეგი,  მასწავლებელმა თქვენს შვილებს შემოქმედებითი უნარის  განსავითარებლად დამატებითი   აქტივობები რომ შესთავაზოს?

§   

 

დანართი #5

კითხვარი მოსწავლეებისათვის:

 1მოგწონთ თუ არა თავისუფალი თემების, ჩანახატების, ილუსტარციების მიხედვით ამბის შეთხზვა?

ა)დიახ

ბ)არა

გ) არც ისე

2. ადვილად გამოხატავ თუ არა  საკუთარ ემოციასა და განცდას?

ა)დიახ

ბ)არა

გ) არც ისე.

3. ხართ თუ არა დამოუკიდებელი?

ა)დიახ

ბ)არა

გ)ნაწილობრივ

4. მოგწონთ თუ არა ილუსტრაციის მიხედვით ამბის, მოთხრობის ან ჩანახატის შექმნა?

ა)დიახ

ბ)არა

გ) არც ისე.

5.წერთ თუ არა დღიურს?

ა)დიახ

ბ)არა

გ)ნაწილობრივ

6. რომელი აქტივობას ანიჭებთ უპირატესობას, ქარგების მიხედვით წერას, როცა დამოკიდებული ხართ მასწავლებლის მოთხოვნაზე, თუ დამოუკიდებლად წერას, როცა თავისუფალი ვარ  არჩევანში?

ა)ქარგების მიხედვით წერას;

ბ)დამოუკიდებლად წერას;

გ)არც ერთს;

დ)ორივე;ს

7. მოგწონთ თუ არა ლქსების შეთხზვა; ხუთსტრიქონიანი ლექსი, ბრილიანტი, გრაფიკული ლექსი?

ა)დიახ

ბ)არა

გ)ნაწილობრივ

 

8.როგორ ფიქრობთ, გაუმჯობესდა თუ არა თქვენი წარმოსახვის უნარი?

ა)დიახ

ბ)არა

გ)მიჭირს პასუხის გაცემა

 


 

No comments:

Post a Comment

            შემოქმედებითი   წერის უნარის განვითარება ( კვლევის ანგარიში)           სსიპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის...